სასაჩუქრე ბარათები online


კონფიდენციალურობის პოლიტიკა

უკანასკნელი ცვლილების თარიღი: 28 სექტემბერი, 2017.

SURPRISE.GE პორტალზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში — პოლიტიკა). ჩვენ ვიყენებთ ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცა არის ქუქი-ჩანაწერი

თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ SURPRISE.GE პორტალის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.
წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად. წინამდებარე პოლიტიკის პირველი აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.

SURPRISE.GE გამოიყენებს (დაამუშავებს) თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

  • SURPRISE.GE პორტალის და სერვისების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის
  • კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის
  • ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად
  • წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის

SURPRISE.GE-მ მოახდინა ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ SURPRISE.GE საიტზე მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან

მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:

  • გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს
  • გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა
  • მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა